განახლებულია: 21.08.2026

ეს გვერდი განმარტავს, თუ რა ტიპის ქუქ-ფაილებს იყენებს shenimarket.ge, რა მიზნით, ვინ მართავს მათ, და როგორ შეგიძლია მათი გამართვა ან გამოთიშვა. ეს პოლიტიკა ეხება shenimarket.ge-ის ყველა გვერდს.

1. რა არის ქუქ-ფაილი?

ქუქ-ფაილი (Cookie) არის მცირე ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებ-გვერდი ათავსებს შენს მოწყობილობაზე — კომპიუტერზე, ტელეფონზე ან პლანშეტზე. ქუქ-ფაილი ინახება ბრაუზერში და ყოველ ჯერზე, როდესაც ეწვევი იმავე საიტს, ბრაუზერი ამ ფაილს სერვერს უბრუნებს.

ქუქ-ფაილების წყალობით საიტმა შეიძლება: გაიხსენოს შენი ანგარიში, ენა, მდებარეობა, ან კალათის შიგთავსი — ისე, რომ ყოველ ჯერზე თავიდან არ ჩაიწეროთ.

2. ქუქ-ფაილების ტიპები

კატეგორია სახელი მიზანი ვადა
სავალდებულო wordpress_*, PHPSESSID, woocommerce_cart_hash სესიის შენახვა, ავტორიზაცია, CSRF უსაფრთხოება, კალათა. საიტი ამ ქუქ-ფაილების გარეშე ვერ იმუშავებს. სესიის ბოლომდე / 14 დღე
ანალიტიკური _ga, _gid, _ga_* (Google Analytics) ვიზიტორების რაოდენობა, ყველაზე პოპულარული გვერდები, ბაუნს-რეიტი. ინფორმაცია ანონიმურია — პიროვნება ვერ განისაზღვრება. 13 თვე (_ga) / 24 საათი (_gid)
ფუნქციური smfl_loc, smfl_lang, smfl_currency შენი ქალაქის, ენის და ვალუტის პარამეტრების შენახვა. ეს ქუქ-ფაილები ჩვენ ვაყენებთ — მესამე მხარეს არ გადავცემთ. 30 დღე
მარკეტინგული _fbp, _fbc (Facebook Pixel) Facebook-ის რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა — ვხედავთ, ვინ ნახა რეკლამა და ვინ ეწვია საიტს. პირდაპირ პიროვნებასთან კავშირი არ ხდება. 90 დღე (_fbp) / სესია (_fbc)

3. ვინ ათავსებს ქუქ-ფაილებს?

  • shenimarket.ge — სავალდებულო და ფუნქციური ქუქ-ფაილები (პირველი მხარე)
  • Google LLC (analytics.google.com) — ანალიტიკური ქუქ-ფაილები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა: policies.google.com/privacy
  • Meta Platforms Ireland Ltd (facebook.com) — მარკეტინგული ქუქ-ფაილები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა: facebook.com/privacy/policy

4. ქუქ-ფაილების გამართვა და გამოთიშვა

ყველა თანამედროვე ბრაუზერი გაძლევს ქუქ-ფაილების კონტროლის საშუალებას:

  • Google Chrome: პარამეტრები → კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება → Cookies და სხვა საიტის მონაცემები
  • Mozilla Firefox: პარამეტრები → კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება → Cookies და საიტის მონაცემები
  • Safari: პარამეტრები → კონფიდენციალურობა → ქუქ-ფაილები
  • Microsoft Edge: პარამეტრები → Cookies და საიტის ნებართვები

⚠️ სავალდებულო ქუქ-ფაილების გამოთიშვის შემდეგ შეიძლება: ავტორიზაცია არ შეინახოს, კალათა გაიწმინდოს, საიტის ზოგიერთი ფუნქცია არ იმუშაოს.

Google Analytics-ის გამოთიშვა ბრაუზერის გაფართოებით: tools.google.com/dlpage/gaoptout

Facebook-ის Pixel-ის გამოთიშვა: facebook.com/help/568137493302217

5. ამ პოლიტიკის განახლება

ქუქ-ფაილების პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე განახლების თარიღის მითითებით. მნიშვნელოვანი ცვლილებებისას ვაცნობებთ ელ. ფოსტით.

კითხვა გაქვს?
ელ. ფოსტა: info@accreditation.ge
საზედამხედველო ორგანო: pdps.ge — პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
ბოლო განახლება: 21.08.2026