განახლებულია: 21.08.2026
როგორ დავაბრუნო?
1. დაუკავშირდი გამყიდველს პირდაპირი შეტყობინებით — შეატყობინე, რომ გსურს დაბრუნება
2. შეთანხმდი მიტანაზე — გამყიდველი ვალდებულია 14 დღეში მიიღოს პროდუქტი უკან
3. მიიღე თანხა — გამყიდველი ვალდებულია 14 დღეში დაგიბრუნოს გადახდილი თანხა
გამონაკლისი შემთხვევები
14-დღიანი დაბრუნების უფლება არ ვრცელდება:
- პერსონალიზებულ პროდუქტებზე (სახელის/ლოგოს მიყენებით)
- სწრაფად ფუჭდებად საკვებ პროდუქტებზე
- ჰიგიენის ნივთებზე, რომლებიც შეფუთვიდან გამოიღეს
- ციფრულ კონტენტზე, რომელიც უკვე ჩამოტვირთეს
ხარვეზიანი პროდუქტი
თუ პროდუქტი ხარვეზიანია, 2 წლის განმავლობაში გაქვს უფლება მოითხოვო: შეკეთება, შეცვლა, ან თანხის დაბრუნება. 6 თვის განმავლობაში ხარვეზის შემთხვევაში, გამყიდველის ტვირთია ხარვეზის არარსებობის დამტკიცება.
დავის შემთხვევაში
თუ გამყიდველი არ თანამშრომლობს, დაგვიკავშირდი: info@accreditation.ge
ასევე შეგიძლია მიმართო: gcca.gov.ge — საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
